1775664729
უცხოეთი
ტრამპი: აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან მალე გაიმართება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები „ძალიან მალე“ გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა New York Post-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
პაკისტანმა მხარეებს შესთავაზა, სამიტი პარასკევს, 10 აპრილს, ისლამაბადში გაიმართოს მას შემდეგ, რაც ტრამპის მომლაპარაკებელთა გუნდმა, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, ქვეყნის ლიდერებთან ერთად საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე იმუშავეს.
„ჩვენ გვეყოლება სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, ჯეი დი — შესაძლოა, ჯეი დი, არ ვიცი, უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუში.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები „ძალიან მალე“ გაიმართება.