Loading data...
ტრამპი: აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები საუკეთესო იყო, ვიდრე კირ სტარმერი არ გამოჩნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და განაცხადა, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს „უკეთესი“ ურთიერთობები ჰქონდათ სტარმერის ხელისუფლებაში მოსვლამდე.

ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებობს გრძელვადიანი, ძლიერი ურთიერთობა, რომელიც „უნდა იყოს საუკეთესო“.

„ისინი ყოველთვის საუკეთესოები იყვნენ, ვიდრე კირ სტარმერი არ გამოჩნდა. სამწუხაროდ, კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის“,- აღნიშნა ტრამპმა.“, - აღნიშნა მან.

თუმცა, ტრამპმა აღნიშნა, რომ მას მოსწონს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

„მე უბრალოდ ვუთხარი: „ნუ გამომიგზავნით ავიამზიდებს, გამომიგზავნეთ რამდენიმე ნაღმმტყორცნი, ჩვენ არ გვჭირდება თქვენი ავიამზიდები“, მაგრამ მან ავიამზიდები მხოლოდ მას შემდეგ გამოგვიგზავნა, რაც ფაქტობრივად გავიმარჯვეთ“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ენდობა თუ არა პრემიერ-მინისტრს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს „ბრიტანელი ხალხის გადასაწყვეტია“.

„ვფიქრობ, ის კარგი ადამიანია, მაგრამ ორ საკითხში არ ვეთანხმები. პირველი, მისი საიმიგრაციო პოლიტიკა კატასტროფაა და მისი ენერგეტიკული პოლიტიკა კატასტროფაა“, - დასძინა მან.