Loading data...
ტრამპი: აშშ არასდროს დაივიწყებს ნატოს საქციელს ირანთან ომის დროს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები და აღნიშნა, რომ მათ ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში აშშ-ის დასახმარებლად „აბსოლუტურად არაფერი გააკეთეს“. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ნატოსგან არაფერი სჭირდება, მაგრამ „არასდროს დაივიწყებს ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს“.

„ნატოს ქვეყნებმა აბსოლუტურად არაფერი გააკეთეს ირანის, შეშლილი ერის წინააღმდეგ [ჩვენს] დასახმარებლად, რომელიც ამჟამად სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია. შეერთებულ შტატებს ნატოსგან არაფერს სჭირდება, მაგრამ „არასდროს დაივიწყებს“ ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.