1782052725
უცხოეთი
ტრამპი ამტკიცებს, რომ ბრიტანეთის პრემიერი თანამდებობას აუცილებლად დატოვებს
„კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება“, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს წარმატებები უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მან უმნიშვნელოვანეს საკითხებში კრახი განიცადა.
„მან კრახი განიცადა ორ უმნიშვნელოვანეს საკითხში - მიგრაციასა და ენერგეტიკაში (გახსენით ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი!). წარმატებებს ვუსურვებ!“, - წერს ტრამპი.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტარმერმა ბრიტანეთის მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობის დაკარგვის ფონზე, შესაძლოა, 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადოს