ტრამპი: ამერიკულმა ძალებმა 42 ირანული სამხედრო ხომალდი და ირანის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი გაანადგურეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ლათინური ამერიკის ლიდერებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 42 ირანული საზღვაო ხომალდი და ირანის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი გაანადგურეს.
მისი თქმით, ირანი ბირთვული იარაღს ქმნიდა.
„ირანში ძალიან კარგად ვმუშაობთ, შედეგს ხედავთ. სამ დღეში 42 სამხედრო ხომალდი გავანადგურეთ, ეს საზღვაო ფლოტის დასასრულია. ჩვენ გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები, გავანადგურეთ მათი კომუნიკაციები.
როდესაც უყურებთ 7 ოქტომბერს და მის შემდგომ მოვლენებს, როდესაც უყურებთ ყველა იმ მკვლელობას, რაც მათ 47 წლის განმავლობაში ჩაიდინეს, ეს აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო. ისინი ცუდი ხალხია. ისინი უბრალოდ ძალიან ცუდი ხალხია. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ბირთვულ იარაღთან, იცით, ისინი გამოიყენებდნენ მას. ჩვენ მსოფლიოს სიკეთე გავუკეთეთ“, - აცხადებს ამერიკის ლიდერი.