Loading data...
ტრამპი: ამერიკის არჩევნები გაყალბებულია, მოპარულია და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია, ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება

ამერიკის არჩევნები გაყალბებულია, მოპარულია და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია. ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.

„ამერიკის არჩევნები გაყალბებულია, მოპარულია და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია. ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება. ყველა რესპუბლიკელს მოვუწოდებ, იბრძოლონ შემდეგი მიზნებისთვის:

ამერიკის გადარჩენის კანონი!

1. ყველა ამომრჩეველმა უნდა წარმოადგინოს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობა!);

2. ყველა ამომრჩეველმა უნდა წარმოადგინოს აშშ-ის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი რეგისტრაციისთვის;

3. ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები აკრძალულია (გარდა ავადმყოფობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სამხედრო სამსახურში ყოფნის, ან მგზავრობის შემთხვევებისა!)“, – წერს ტრამპი.