Loading data...
ტრამპი: ამერიკის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია, ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება

„ამერიკის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია. ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს. 

„მოვუწოდებ ყველა რესპუბლიკელს, იბრძოლონ შემდეგი მიზნებისთვის: ყველა ამომრჩეველმა უნდა წარმოადგინოს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამერიკის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი რეგისტრაციისთვის. ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები აკრძალულია“, - აცხადებს ტრამპი.