1793947189
უცხოეთი
ტრამპი ამბობს, რომ უკრაინის საკითხზე მასშტაბური შეთანხმების მიღწევა იგეგმება, რომელიც მთელ ევროპას შეეხება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების ფარგლებში მასშტაბური შეთანხმება იგეგმება. ტრამპის თქმით, ის არა მარტო უკრაინას შეეხება, არამედ მის ფარგლებსაც გასცდება. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება.
„შეთანხმება მიღწეული იქნება, ეს იქნება მასშტაბური შეთანხმება და ის მხოლოდ უკრაინას არ შეეხება. შემიძლია გითხრათ, რომ მთელ ევროპას შეეხება. ეს იქნება დიდი, კარგი შეთანხმება და ყველა აღფრთოვანებული დარჩება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 5 ნოემბერს პუტინის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს შეხვდა. მოლაპარაკების დეტალები ტრამპს არ გაუსაჯაროებია.