ტრამპი: ახალი დარტყმების სამიზნე ირანის ლიდერთა ჯგუფი იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი დარტყმები ირანელი ლიდერების სხვა ჯგუფზე იყო მიმართული და დასძინა, რომ შედეგი „საკმაოდ მნიშვნელოვანი“ ჩანს.
„დღეს ახალ ხელმძღვანელობას კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს და როგორც ჩანს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ასე რომ, ისინი ძალიან ძლიერ დარტყმას იღებენ“, - განაცხადა მან ოვალური კაბინეტიდან.
ტრამპმა არ დააკონკრეტა, ირანის ლიდერებიდან ვინ იყო სამიზნე, ან რამდენი ადამიანი დაიღუპა დარტყმების შედეგად.
თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ოფიციალური პირების თქმით, შაბათ-კვირას განხორციელებული სარაკეტო დარტყმების პირველმა ტალღამ 49 ირანელი მაღალჩინოსანი, მათ შორის აიათოლა ალი ხამენეი, იმსხვერპლა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანისთვის „ყველაზე ცუდი სცენარი“ იქნება, თუ „ძალაუფლება ისეთ ადამიანს გადაეცემა, რომელიც ისეთივე ცუდია, როგორიც მისი წინამორბედი იყო“.
„ეს შეიძლება მოხდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვსურს, იქ ვიხილოთ ვინმე, ვინც ხელისუფლებას ხალხს დაუბრუნებს და ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ“, - აღნიშნა მან.