1793084543
უცხოეთი
ტორნადო ანტალიაში - დაიღუპა 4 ადამიანი
ანტალიაში, კეპეზის რაიონში, ტორნადოსა და ქარიშხალს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ძლიერმა ქარმა და ტორნადომ სამშენებლო მოედანზე მდგარი მუშების საცხოვრებელი ორი კონტეინერი სრულად დაშალა.
„ჩვენ ძალიან უჩვეულო ბუნებრივი მოვლენის წინაშე ვდგავართ. ძლიერმა ქარმა სამშენებლო ობიექტზე ორი საცხოვრებელი კონტეინერი გაანადგურა და ამწე წააქცია, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთი კი - დაშავდა“, - განაცხადა ანტალიის გუბერნატორმა ჰულუსი შაჰინმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, რადგან შესაძლოა იქ სხვა მუშებიც იმყოფებოდნენ.