Loading data...
ტოლიატიზე შეტევას ქიმიურ ქარხანაში ხანძარი მოჰყვა

რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატიზე დრონებით შეტევის შემდეგ ნავთობქიმიური ქარხნის, „ტოლიატიკაუჩუკის“ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მან აფეთქებების ხმები გაიგონა. შეტევის შემდეგ რიგ რაიონებში დენი ჩაქრა და წყალმომარაგება შეწყდა. დრონების იერიშის გამო სამარის აეროპორტში რეისების შესრულება შეჩერდა.

„ტოლიატიკაუჩუკი“ „ტატნეფტის“ ჯგუფში შედის. ის რუსეთში სინთეტიკური კაუჩუკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. აქ მონომერების, ხანშირწყალბადის ფრაქციების, ორგანული სინთეზის პროდუქტების და ბენზინის დანამატების წარმოება ხდება. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ქარხანა რუსეთის სინთეტიკური კაუჩუკის ბაზრის მეოთხედს უზრუნველყოფს.