„თქვენ ხართ შემდეგი“ - მუჰამედ სინვარის გარდაცვალების დადასტურების შემდეგ, კაცი „ჰამასის“ დარჩენილ ლიდერებს აფრთხილებს

ისრაელის სამხედრო ძალებმა დაადასტურეს, რომ „ჰამასის“ სამხედრო ლიდერი მუჰამედ სინვარი მოკლეს.
მანამდე, მედიაში გავრცელებული ცნობებით, სინვარი ხან იუნისში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიწისქვეშა გვირაბზე განხორციელებული დარტყმის შედეგად იქნა მოკლული. მუჰამედ სინვარი „ჰამასის“ ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც 2024 წლის ოქტომბერში ისრაელმა მისი უფროსი ძმა იაჰია სინვარი მოკლა.
„მას შემდეგ, რაც სამხედროებმა რამდენიმე კვირის წინ საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ლიდერის, მუჰამედ სინვარის სიკვდილი დაადასტურეს, თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი, ღაზასა და მის ფარგლებს გარეთ ტერორისტული დაჯგუფების დარჩენილ ლიდერებს აფრთხილებს, რომ შემდეგი ისინი არიან.
„ახლა უკვე ოფიციალურია: მკვლელი მუჰამედ სინვარი რაფაჰის ბრიგადის მეთაურ მუჰამედ შაბანასთან და მათთან ერთად მყოფ ბოროტ ბანდასთან ერთად ღაზას სექტორში, საავადმყოფოს ქვეშ განადგურდა და ის ჯოჯოხეთში გაგზავნეს. იზ ალ-დინ ჰადად და ხალილ ალ-ჰაი, თქვენ ხართ შემდეგი რიგში“, - ნათქვამია კაცის განცხადებაში.