Loading data...
თქვენ ჯოჯოხეთში მოხვდებით, თუ ხმას არ მისცემთ - ტრამპი მხარდამჭერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს 3 ნოემბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გამოსვლისას მან უჩვეულო განცხადება გააკეთა იმის ასახსნელად, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ხმის მიცემაზე უარის თქმას. 

ტრამპმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, არ უგულებელყონ არჩევნები და გამოიყენონ ხმის მიცემის უფლება.

თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ ხმის მიცემა აუცილებელია კომუნისტების წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლისთვის.

„იცით, რა მოხდება, თუ ხმას არ მისცემთ? ჯოჯოხეთში მოხვდებით. თქვენ ეს იცით ძალიან კარგად. მე კი არ მინდა, რომ ეს დაგემართოთ, ამიტომ, გთხოვთ, წადით და ხმა მიეცით. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ კომუნისტებზე“, - განაცხადა ტრამპმა ყრილობაზე.