Loading data...
Times of Israel: ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ მის შესაძლო პრეზიდენტობამდე ღაზაში ომის დასრულება სურს

რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ არჩევნებში მისი შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში ისრაელს მოუწევს ღაზაში კონფლიქტის დასრულება - აღნიშნულის შესახებ Times of Israel-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

ორმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპმა ამის შესახებ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ივლისში, თავისივე რეზიდენციაში უთხრა. 

„ამასთან, ტრამპს არ დაუყენებია კონკრეტული პირობები. მხოლოდ განაცხადა, რომ მას სურს, ისრაელმა ოფიციალურად დაასრულოს კონფლიქტი“, - იტყობინება მედიასაშუალება. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნეთანიაჰუ დიდი ხანია ხაზს უსვამს, რომ ომის შემდეგ უახლოეს მომავალში ისრაელი შეინარჩუნებს პირველად კონტროლს ღაზას უსაფრთხოებაზე, ხოლო ისრაელის სხვა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები იქ ბუფერულ ზონას შეინარჩუნებენ.