Loading data...
Times of Israel: ტრამპი ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისკენ იხრება

აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლის შემსრულებელი ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა გაზეთ Times of Israel-ს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისკენ იხრება, ვაშინგტონი კი დარწმუნებულია, რომ ასეთი სამხედრო ზეწოლის ქვეშ, ირანი დანებდება.

ოფიციალური პირი აცხადებს, რომ აშშ პირადად აღიარებს, რომ ირანი, სავარაუდოდ, არ დათანხმდება ვაშინგტონის 15-პუნქტიან გეგმაში წარმოდგენილ დათმობებს და ტრამპის ბრძანებით თეირანის ხარგის კუნძულის დასაკავებლად რეგიონში ათასობით ჯარისკაცი გაიგზავნება. 

მეორე ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ, შესაძლოა, კუნძულის დაკავება შეძლოს, მისი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნება გაცილებით მეტ ჯარისკაცს და ბრძოლის ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს. 

შუამავალი ქვეყნების ორივე წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისლამური რესპუბლიკა, სავარაუდოდ, არ დანებდება, მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა სახმელეთო ოპერაცია.