Loading data...
Times of Israel: საუდის არაბეთმა ირანსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის შეხვედრის გადადება მოითხოვა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, საუდის არაბეთმა მოითხოვა თეირანსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის შეხვედრის გადადება, რომელიც ომანში უნდა გამართულიყო.

ერ-რიადს ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ომანის მასპინძლობით დაგეგმილ შეხვედრაზე განხილული უნდა ყოფილიყო ჰორმუზის სრუტის მომავალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზა, რომლის გავლითაც მსოფლიოში ნავთობისა და გაზის დიდი ნაწილი გადაადგილდება.

თეირანის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდნენ ერაყი და სპარსეთის ყურის ქვეყნები, თუმცა კონკრეტულად რომელი სახელმწიფოები არ დაუკონკრეტებიათ. რეგიონის არცერთ ქვეყანას შეხვედრაში მონაწილეობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, ხოლო ბაჰრეინმა განაცხადა, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

ომანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ 13 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორშაბათს სალალაში დაგეგმილი რეგიონული შეხვედრა მოგვიანებით გადაიდო, რათა „კონსტრუქციული დიალოგისთვის ხელსაყრელი პირობები“ შეიქმნას.