Loading data...
Times of Israel: ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 2 ადამიანი სიკვდილით დასაჯა

ირანმა სიკვდილით დასაჯა ორი კაცი, რომლებსაც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. აღნიშნულის შესახებ Times of Israel წერს

როგორც მედია წერს, სიკვდილით დასჯა უზენაესმა სასამართლომ სასამართლო პროცესის შემდეგ ძალაში დატოვა.  იაგუბ კარიმპური და ნასერ ბაკარზადე ჩამოახრჩვეს მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ ცნეს ისრაელთან და მის სადაზვერვო სააგენტოსთან, „მოსადთან“, სადაზვერვო თანამშრომლობაში.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კარიმპურმა „მოსადის“ ოფიცერს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცა, ბაკარზადეს კი ბრალი ედება სამთავრობო და რელიგიური ფიგურების, ასევე, მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.