Times of Israel: აშშ აფრთხილებს მოკავშირეებს, მოემზადონ ირანის მხრიდან შესაძლო შურისძიებისთვის, თუ შუალედური არჩევნების შემდეგ სამხედრო მოქმედებები განახლდება
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას და რეგიონულ მოკავშირეს მოუწოდეს, მზად იყვნენ ირანის წინააღმდეგ შესაძლო განახლებული სამხედრო მოქმედებებისთვის და თეირანის მხრიდან მოსალოდნელი საპასუხო შურისძიებისთვის, - იტყობინება ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული ორი დიპლომატი.
როგორც მედია წერს, ორივე დიპლომატი ანონიმურობის პირობით საუბრობს, რადგან მათ არ აქვთ უფლებამოსილება, კომენტარი გააკეთონ ამერიკელი დიპლომატებისა და თავდაცვის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ მგრძნობიარე გაფრთხილებებზე.
Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბულ ქვეყანას აცნობა, რომ 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ მოკლევადიანი, მაგრამ ინტენსიური სამხედრო შეტევისთვის მზად იყვნენ.
დიპლომატები ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ განიხილავს ახალი სამხედრო მოქმედებების ბრძანების გაცემას შეერთებულ შტატებში არჩევნების დასრულების შემდეგ.
თეთრი სახლი და აშშ-ის ოფიციალური პირები კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.