Loading data...
The Washington Post: დონალდ ტრამპი ანკარაში ნატოს სამიტიდან არა საპრეზიდენტო თვითმფრინავით, არამედ სამხედრო თვითმფრინავით დაბრუნდა იმის შიშით, რომ ირანი მის ლიკვიდაციას შეეცდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ თვეს ანკარაში გამართული ნატოს სამიტიდან არა საპრეზიდენტო თვითმფრინავით, არამედ სხვა, სამხედრო თვითმფრინავით დაბრუნდა იმის შიშით, რომ ირანი მის ლიკვიდაციას შეეცდებოდა. ამის შესახებ The Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. 

გამოცემის ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ ირანის მხრიდან ტრამპის მკვლელობის მუქარის გამო, ნატოს სამიტის შემდეგ მისი ანკარიდან დაბრუნება ისე იყო ორგანიზებული, რომ არავინ იცოდა, რომ ის საპრეზიდენტო თვითმფრინავით არ დაფრინავდა - მაშინ, როცა საჯაროდ საპირისპიროს აცხადებდნენ და ტრამპთან ერთად მყოფი თეთრი სახლის თანამშრომლებიც კი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის მათთან ერთად იმავე თვითმფრინავში იმყოფებოდა.

სინამდვილეში თვითმფრინავში ასვლის შემდეგ იგი ფარულად გადაიყვანეს კვების სატვირთო მანქანაში, რომელიც, როგორც წესი, სამგზავრო თვითმფრინავებში საკვების მიტანისთვის გამოიყენება და ამგვარად, უფრო პატარა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში გადაიყვანეს, რომლითაც ის თურქეთიდან გაემგზავრა. მედიის წარმომადგენლები და თეთრი სახლის თანამშრომლები საპრეზიდენტო თვითმფრინავით ბრუნდებოდნენ და ეჭვი არაფერზე უნდა შეჰპარვოდათ.

უცნობია, რამდენად შეზღუდული რაოდენობის ადამიანმა იცოდა პრეზიდენტის ადგილსამყოფლის შესახებ.