Loading data...
The Times Of Israel: „ჰამასი“ პასუხს წარადგენს აშშ-ის წინადადებაზე ღაზაში ომის დასრულების შესახებ

„ალ ჯაზირა“ იუწყება, რომ „ჰამასმა“ წარადგინა თავისი პასუხი აშშ-ის წინადადებაზე ღაზას სექტორში ომის დასრულების შესახებ. წერს The Times Of Israel-ი.

თუმცა, როგორც მედია წერს, „ჰამასს“ ჯერ არ გაუვრცელებია საჯარო განცხადება, რომელიც ამ მოვლენას დაადასტურებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ჰამასს“ მძევალთა გასათავისუფლებლად დრო 5 ოქტომბრამდე მისცა.