„დაიწყება ისეთი ჯოჯოხეთი, როგორიც აქამდე არავის უნახავს“ - ტრამპმა „ჰამასს“ მძევალთა გასათავისუფლებლად დრო 5 ოქტომბრამდე მისცა

„თუ ეს ბოლო შანსის შეთანხმება არ შედგება, მაშინ „ჰამასის“ წინააღმდეგ დაიწყება ისეთი ჯოჯოხეთი, როგორიც აქამდე არავის უნახავს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დონალდ ტრამპმა „ჰამასს“ მძევალთა გასათავისუფლებლად დრო 5 ოქტომბრამდე, ვაშინგტონის დროით 18:00 საათამდე მისცა.
ტრამპმა „ჰამასს“ მოუწოდა, მძევლებთან ერთად, ისრაელს დაღუპულთა ცხედრებიც გადასცეს.
ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის დიდი, ძლიერი და ძალიან მდიდარი ქვეყნები, ასევე, მომიჯნავე რეგიონები, აშშ-სა და ისრაელთან ერთად, მშვიდობაზე შეთანხმდნენ.
„შეთანხმება „ჰამასთან“ უნდა დაიდოს კვირას საღამოს 18:00 საათამდე, ვაშინგტონის დროით. ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას, თუ ეს ბოლო შანსის შეთანხმება არ შედგება, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისეთი ჯოჯოხეთი დაიწყება, როგორიც აქამდე არავის უნახავს. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მაინც დამყარდება, ასე იქნება თუ ისე“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.