Loading data...
The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფოს, რომელიც ირანთან ბიზნესს აგრძელებს, ეძლევა კონკრეტული ვადები ამ ურთიერთობების გასაწყვეტად.

ბესენტმა აღნიშნა, რომ მიზანს ირანისთვის „ყველა ეკონომიკური სასიცოცხლო არხის გადაჭრა“ წარმოადგენს, რასაც მან „მოწინააღმდეგის მიმართ ოდესმე განხორციელებული უდიდესი ფინანსური იერიში“ უწოდა. თუმცა, მას კონკრეტული ვადები არ დაუზუსტებია.

თეირანმა ეკონომიკურ იერიშს „ცარიელი ტრაბახი“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი სავაჭრო პარტნიორები, მათ შორის არა მხოლოდ ჩინეთი, არამედ რუსეთი, ინდოეთი, თურქეთი და ერაყი, ყურადღებას არ მიაქცევენ ბესენტის მუქარას მათი გარიყვისა და აშშ დოლარის სისტემიდან გათიშვის შესახებ.

ეკონომიკური ბლოკადის მკაცრი აღსრულება ასევე ნიშნავს დარტყმის მიყენებას პაკისტანისთვისაც - იმ ქვეყნისთვის, რომელიც ყველაზე აქტიურადაა ჩართული ორ მხარეს შორის მედიაციის პროცესში. ბესენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი პირადად უკავშირდება მსოფლიო ლიდერებს აშშ-ის მოთხოვნების დასაყენებლად.

„ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც რეჟიმის ფინანსურ არტერიად გვევლინება, უნდა ელოდოს, რომ მის იზოლაციას გაიზიარებს“, - განაცხადა ბესენტმა.