The New York Times: ირანის იერიშების შედეგად უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა, ვიდრე საჯაროდ იყო ინფორმაცია გავრცელებული
პენტაგონი ძირითადად, არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმ ამერიკელი სამხედროების შესახებ, რომლებიც ირანის თავდასხმების შედეგად ამერიკულ ობიექტებზე დაშავდნენ და მიზეზად „ოპერატიულ უსაფრთხოებას“ ასახელებს, - აღნიშნულის შესახებ The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროების თქმით, 17 ივლისის წინა კვირაში ირანის თავდასხმების შედეგად უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა, ვიდრე საჯაროდ იყო გავრცელებული ინფორმაცია.
კერძოდ, იორდანიაში 17 ივლისის ინციდენტის გარდა, სადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი დაიკარგა, ხოლო ოთხი დაშავდა, ირანმა კიდევ სამი დარტყმა განახორციელა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
წყაროების ცნობით, ამ თავდასხმების შედეგად ათობით ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა და რამდენიმე ვერტმფრენი დაზიანდა.
პენტაგონს ირანის ამ დარტყმების ან მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ამასთან, წყარომ თქვა, რომ შეუსაბამო იქნება ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც „ირანს დაეხმარება“.
პენტაგონის მთავარმა წარმომადგენელმა შონ პარნელმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია იმალება.
ამ წყაროს მონაცემებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კონფლიქტის პერიოდში დაიღუპა 14 და დაიჭრა 427 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.