Loading data...
The New York: აშშ-მა ირანს ომის დასრულების 15-პუნქტიანი გეგმა გადასცა

აშშ-მა ირანს ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების გეგმა გადასცა. დოკუმენტი 15 პუნქტისგან შედგენა. ამის შესახებ The New York იუწყება.

შეერთებულმა შტატებმა ეს გეგმა ირანს პაკისტანის მეშვეობით გადასცა. ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვული იარაღის შექმნაზე და გამდიდრებული ურანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გადასცეს.

გამოცემა Axios იუწყება, რომ ირანი გეგმის რამდენიმე საკვანძო პუნქტს უკვე დათანხმდა. მათ შორის არის გამდიდრებული ურანის მარაგის გადაცემა. ეს ინფორმაცია ტრამპის სპეცწარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა აშშ-ის პრეზიდენტს უკვე გადასცა. თეირანის ოფიციალური რეაქცია ჯერჯერობით უცნობია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ირანმა უფლება მისცა „არამტრული ქვეყნების“ გემებს, რომ მათ ჰორმუზის სრუტეში იმოძრაონ. ეს ინფორმაცია თეირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას გადასცა. თეირანის პირობაა, რომ ამ გემების მფლობელი ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აგრესიის აქტებში არ მონაწილეობდნენ.