Loading data...
The Guardian - გაერთიანებულმა სამეფომ საჰაერო ძალების გამანადგურებლები ახლო აღმოსავლეთში განალაგა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ქვეყანა ცდილობს საკუთარი თავდაცვის გაძლიერებას კვიპროსსა და ომანში „ირანის ნებისმიერი საფრთხისგან“, ამიტომ გაერთიანებული სამეფო საჰაერო ძალების გამანადგურებლებს ახლო აღმოსავლეთში განალაგებს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. 

„ჩვენი მთავარი მიზანი რეგიონში დეესკალაციისა და უსაფრთხოების განმტკიცებაა“, - აღნიშნავს ჯონ ჰილი და დასძენს, რომ „ისინი, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩვენი მოკავშირეების მხარდასაჭერად“.