Loading data...
თეთრმა სახლმა კონგრესს წერილობით აცნობა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები „დასრულდა“ - Associated Press

„თეთრმა სახლმა კონგრესს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები „დასრულდა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, თეთრი სახლის განცხადება ფაქტობრივად გვერდს უვლის კანონს, რადგან ტრამპმა კონგრესს აცნობა, რომ საბრძოლო მოქმედებები „დასრულდა“, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ძალები რეგიონში კვლავ რჩებიან.

წერილში ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები „დასრულდა“. თუმცა, როგორც აღინიშნა, მან ასევე მიანიშნა, რომ ომი შესაძლოა ჯერ კიდევ შორს იყოს დასასრულისგან. 

„შეერთებული შტატების ოპერაციების წარმატებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად მიმდინარე ძალისხმევის მიუხედავად, ირანის მხრიდან საფრთხე შეერთებული შტატებისა და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. 

30 აპრილს ირანმა, პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით, შეერთებულ შტატებს ომის დასრულების შესახებ განახლებული წინადადება წარუდგინა.