Loading data...
თეთრმა სახლმა CNN-ის ჟურნალისტებს არ მისცა უფლება, ტენესის შტატში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპს Air Force One-ით გაჰყოლოდნენ

თეთრმა სახლმა CNN-ის ჟურნალისტებს არ მისცა უფლება, შაბათს, 26 სექტემბერს, ტენესის შტატში ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს Air Force One-ით გაჰყოლოდნენ. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. 

აღსანიშნავია, რომ CNN-ის ჟურნალისტები, როგორც თეთრი სახლის სატელევიზიო პრესჯგუფის წევრები, საპრეზიდენტო თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყვნენ ტენესის შტატში, სადაც დონალდ ტრამპი კოლეჯის ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.

ცნობისთვის, გასულ კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს თეთრ სახლში შესვლას უკრძალავდა.

მოგვიანებით ტელეკომპანიებმა ABC-იმ, CBS-მა, NBC-იმ და ტრამპის მიმართ ლოიალურად განწყობილმა Fox News-მაც კი ოფიციალურ ღონისძიებებს ბოიკოტი გამოუცხადეს. პროტესტს შეუერთდნენ გამოცემები The New York Times-ი და The Washington Post-ი — მათ შეწყვიტეს პრეზიდენტთან დაკავშირებული ოფიციალური კადრებისა და მასალების გამოქვეყნება.

აშშ-ის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობის უფლება აღუდგათ.