1747664664
უცხოეთი
თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ომის დასრულება სურს

„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ მას სურს რეგიონში ამ კონფლიქტის დასრულება“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა კითხვის საპასუხოდ, მხარს უჭერს თუ არა ვაშინგტონი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ისრაელი მთელ ღაზას დაიკავებს, რადგან ის მასიურად აფართოებს სამხედრო კამპანიას ღაზას სექტორში.
„პრეზიდენტი რაც შეიძლება სწრაფად მოქმედებს და ბევრს მუშაობს, რათა დაასრულოს ეს კონფლიქტები როგორც ისრაელში, ასევე, რუსეთ-უკრაინის ომი. პრეზიდენტმა „ჰამასს“ ძალიან ნათლად განუცხადა, რომ მას ყველა მძევლის გათავისუფლება სურს“, - დასძენს ლევიტი.