Loading data...
თეთრი სახლი: ვენესუელის დროებით ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ და მათი გადაწყვეტილებები აშშ-ის მიერ იქნება ნაკარნახევი

ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ შეერთებულ შტატებს ვენესუელის დროებით ხელისუფლებაზე „მაქსიმალური ბერკეტები“ აქვს და მათ მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავად განსაზღვრავს, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა.

„დროებით ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ და მათი გადაწყვეტილებები კვლავაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იქნება ნაკარნახევი“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელას წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც აშშ-ის ძალებმა მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს.