Loading data...
თეთრი სახლი: ტრამპის და პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, 11 აგვისტოს გაიმართოს

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, ერთმანეთს მომავალ კვირას შეხვდნენ. ასეთი განცხადება თეთრი სახლის წარმომადგენელმა გააკეთა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

სააგენტო Associated Press-ის წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე შეხვედრის ადგილი განსაზღვრული არ არის და ის ქვეყნის ლიდერების სამუშაო გრაფიკში შეტანილი არ არის,

შესაბამისად, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, ფაქტობრივად, დაადასტურა The New York Times-ის ინფორმაცია, რომელიც ტრამპის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. ტრამპმა შეხვედრას „ძალზე პროდუქტიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებაზე უდიდესი პროგრესია მიღწეული.

ის, რომ უახლოეს მომავალში ტრამპის და პუტინის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს, გერმანული მედიაც ადასტურებს. სააგენტო dpa იუწყება, რომ უიტკოფის და პუტინის შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს დაუკავშირდა და მათ ამ შეხვედრის შედეგებზე ესაუბრა. ამავე ცნობების მიხედვით, დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, რათა უკრაინაში ომის დასრულებაზე შეთანხმება იყოს მიღწეული.