1746819220
უცხოეთი
თეთრი სახლი: ტრამპი პუტინთან შეხვედრას უახლოეს მომავალში არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას არ გეგმავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
როდესაც ჟურნალისტებმა მას ტრამპ-პუტინის შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, ლევიტმა უპასუხა, რომ „ეს არ მოხდება“.
თებერვლის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტსა და კრემლის ლიდერს შორის შეხვედრის ადგილი, შესაძლოა, საუდის არაბეთი იყოს, ასევე, ქვეყნები, რომლებსაც ტრამპი მომავალ კვირას, ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ეწვევა.