Loading data...
თეთრი სახლი: ტრამპი „ბიბისის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

თეთრი სახლის პრესმდივნის ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. 

ლევიტის თქმით, ტრამპი „ბიბისის“ მემარცხენე პროპაგანდისტულ მანქანად მიიჩნევს, რომელსაც სამწუხაროდ, ბრიტანელი გადასახადის გადამხდელები აფინანსებენ.

„ჩვენ ველით, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, მიუხედავად იმისა ბოდიშს მოიხდიან თუ არა“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

დონალდ ტრამპმა ბრიტანულ მაუწყებელ „ბიბისისთვის“ გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ შესაძლოა, მაუწყებელს 2012 წლის 6 იანვარს დოკუმენტურ ფილმში მისი გამოსვლის რედაქტირების გამო სასამართლოში უჩივლოს. 

ფილმი 2024 წლის ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა, თუმცა ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ მიიპყრო, რაც The Daily Telegraph-მა გასულ კვირას BBC-ის შიდა მემორანდუმი გამოაქვეყნა.

BBC-ის სარედაქციო სტანდარტების კომიტეტის ყოფილმა დამოუკიდებელმა მრჩეველმა მემორანდუმში შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ გამოსვლის ნაწილი ისე იყო რედაქტირებული, თითქოს ტრამპი პირდაპირ ხელს უწყობდა კაპიტოლიუმის შტურმს.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ვალდებულია“ „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.