თეთრი სახლი პუტინს უკრაინაში მშვიდობის დამყარების მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს - Bloomberg

თეთრი სახლის პოზიცია უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომთან დაკავშირებით გამკაცრდა და ახლა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის მიღწევის სერიოზულ დაბრკოლებად აღიქმება. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„ევროპელი მაღალჩინოსნები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ულტიმატუმის საბოლოო ვერსიაზე. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უარის შემთხვევაში, შეთანხმება ახალი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სტატიაში.
აღნიშნულია, რომ გეგმები ჯერ საბოლოო არ არის და დამოკიდებულია შეერთებული შტატების პოზიციაზე, რომელიც დაჟინებით მოითხოვს უპირობო ერთთვიან ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარის პასუხისმგებლობას, დაიცვან პირდაპირი მოლაპარაკებები.
როგორც Bloomberg წერს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი კონფლიქტის დასრულების გარშემო დიპლომატიური აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა აშშ-ის, ევროპისა და უკრაინის დიპლომატების შეხვედრების სერიის შემდეგ, მათ შორის ლონდონსა და პარიზში.
გამოცემის წყაროების ცნობით, თეთრი სახლის პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით გამკაცრდა - პუტინი ახლა მშვიდობის მიღწევის სერიოზულ დაბრკოლებად აღიქმება.
გამოცემის ცნობით, თეთრმა სახლმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის რამდენიმე ვარიანტი მოამზადა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის.