Loading data...
ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ეს ინფორმაცია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაუყოვნებლივ შედის ძალაში.

„მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც აშშ-ის შუამავლობით მიმდინარეობდა, მე მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის სრულად და დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ვულოცავ ორივე ქვეყანას, რომ საღი აზრი გამოიჩინეს“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.

მანამდე, 4 დღის განმავლობაში, ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთის სამხედრო ობიექტებზე ავიადარტყმებს ახორციელებდნენ. სახმელეთო ოპერაცია არც ერთ მხარეს არ დაუწყია.