თეთრი სახლი პირობას დებს, რომ რუსეთთან დაძაბულობის გაზრდის რისკის მიუხედავად, სანქცირებული ნავთობტანკერების დაკავებას გააგრძელებს
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „არ ეშინია“, გააგრძელოს სანქცირებული ნავთობტანკერების დაკავება, მიუხედავად შეშფოთებისა, რომ ამან შეიძლება რუსეთთან და ჩინეთთან დაძაბულობა გაამწვავოს.
„ის აპირებს ჩვენი პოლიტიკის აღსრულებას, რომელიც საუკეთესოა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს ნიშნავს ემბარგოს ამოქმედებას ყველა იმ ბნელი ფლოტის გემის მიმართ, რომლებიც უკანონოდ ახორციელებენ ნავთობის ტრანსპორტირებას“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
ლივიტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის სამხედროებმა დააკავეს ორი ტანკერი, მათ შორის რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომლის დაჭერასაც ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. მისი თქმით, მცირეა იმის რისკი, რომ ეს აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობას გამოიწვევს და აღნიშნა, რომ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.
„მჯერა, რომ ეს პირადი ურთიერთობები გაგრძელდება“, - თქვა მან და დასძინა, რომ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ სანქცირებული ტანკერების დაკავება „ამ ადმინისტრაციის პოლიტიკაა და მას არ ეშინია, ეს განახორციელოს“.