Loading data...
თეთრი სახლი: ღაზას სექტორთან დაკავშირებით შეთანხმების მეორე ფაზაზე განცხადებებს შესაფერის დროს გავაკეთებთ

თეთრი სახლის პრესმდივნის ქეროლაინ ლევიტის თქმით, აშშ ღაზას სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზაზე გადასვლის შესახებ განცხადებებს „შესაფერის დროს“ გააკეთებს.

„ამჟამად კულისებში ბევრი ჩუმი დაგეგმვა მიმდინარეობს სამშვიდობო შეთანხმების მეორე ფაზისთვის და შეერთებული შტატები ამ განცხადებებს შესაფერის დროს გამოაქვეყნებს“, - განუცხადა ლევიტმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციის დროს.

თავდაპირველად აშშ გეგმავდა, მეორე ფაზაზე გადასვლის შესახებ ამ თვეში გამოეცხადებინა, თუმცა სამშვიდობო შეთანხმების გარშემო კონფლიქტის მხარეების გაერთიანების თვალსაზრისით გარკვეულ სირთულეებს წააწყდა, მათ შორის, „ჰამასის“ მხრიდან განიარაღებაზე უარის თქმას. 

რამდენიმე დღის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაგანაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ 29 დეკემბერს მარ-ა-ლაგოში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მთავარ მრჩევლებს შეხვდება. მისი ვიზიტი აშშ-ში 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.