Loading data...
ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუ ტრამპს 29 დეკემბერს მარ-ა-ლაგოში შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ 28 დეკემბერს ისრაელიდან მაიამიში გაფრინდება, ხოლო მეორე დღეს აშშ-ის პრეზიდენტის კურორტ მარ-ა-ლაგოში დონალდ ტრამპსა და მის მთავარ მრჩევლებს შეხვდება.

მისი ვიზიტი აშშ-ში 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. 

მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ კვლავ არ დაუშვებს რეპორტიორებს თავის თვითმფრინავში, მიუხედავად იმისა, რომ მასში ჟურნალისტებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი არსებობს. 

ვიზიტი იმ დროს ხორციელდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ღაზასთან დაკავშირებით თეთრი სახლის 20-პუნქტიანი გეგმის მეორე ფაზის დაწყებას ცდილობს.