თეთრი სახლი: ბაიდენმა აშშ-ის სამხედროებს უბრძანა, ისრაელს ირანის თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარონ
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს უბრძანა, ისრაელს ირანის ავიაიერიშის მოგერიებაში დაეხმარონ და მისი მიმართულებით გასროლილი რაკეტები ჩამოაგდონ.
„ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თეთრი სახლის სიტუაციური ოთახიდან აკვირდებიან ირანის თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ და ეროვნული უსაფრთხოების გუნდისგან რეგულარულად იღებენ განახლებულ ინფორმაციას“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ირანმა ავიაიერიში დაადასტურა და განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ამასთან, ირანმა ისრაელი გააფრთხილა, რომ რეაგირების შემთხვევაში, თეირანის პასუხი „უფრო გამანადგურებელი და დამღუპველი“ იქნება.