Loading data...
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

შეხვედრის დაწყებამდე ლიდერებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც ცნობილია, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის შორს მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემა იქნება.