თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა, შესაძლოა, გადაიდოს, რადგან პრეზიდენტი ირანის ომზეა ფოკუსირებული
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების საფრთხე არ არსებობს, თუმცა შესაძლოა, შეხვედრა გადაიდოს, რადგან პრეზიდენტი ტრამპი ირანის კონფლიქტზეა ფოკუსირებული. ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ლევიტმა აღნიშნა, სავსებით შესაძლებელია ლიდერებს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდოს.
მისი თქმით, თუ ვიზიტი გადაიდება, თეთრი სახლი მალე გამოაცხადებს ახალ თარიღს.
„პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, მთავარი პასუხისმგებლობა ახლა ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ წარმატების უზრუნველყოფაა, რაზეც ის 24 საათის განმავლობაში მუშაობს“, - აცხადებს ქეროლაინ ლევიტი.
როგორც უცხოური მედია წერს, მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი 31 მარტიდან 2 აპრილამდე ეწვევა ჩინეთს, სადაც გაიმართება ქვეყნების ლიდერების შორის შეხვედრა.