Loading data...
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ არის „რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი“ დეტალი, რაც უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს

თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა სამშვიდობო შეთანხმების გზაზე რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანით უზარმაზარ პროგრესს მიაღწია. 

„ბოლო კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზაზე უზარმაზარ პროგრესს მიაღწია უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანით. 

არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის”, - აცხადებს ქეროლაინ ლევიტი. 

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია CBS News-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის მთავრობა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.