Loading data...
„ტერორისტული თავდასხმაა“ - ბელგრადში ისრაელის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

სერბეთის პოლიციის ცნობით, ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან დანით შეიარაღებული უცნობი თავდამსხმელი დაცვის თანამშრომელს თავს ორი დანით დაესხა.

როგორც მედია წერს, თავდასხმის შედეგად დაცვის თანამშრომელი მსუბუქად დაიჭრა, ხოლო თავად თავდამსხმელი ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.

სერბეთის შს მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა, მომხდარს ოფიციალურად „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა და ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე ასწია.

მისი თქმით, თავდამსხმელი პოლიციის ჟანდარმერიის თანამშრომელს ორი დანით დაესხა თავს და ყვიროდა „ალაჰუ აკბარს“. თავდამსხმელი „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი იყო.