Loading data...
ტერაქტს კოლუმბიაში 14 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიის პანამერიკულ გზატკეცილზე ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, აფეთქება კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით, კაუკას დეპარტამენტში მოხდა. ბომბი ავტობუსში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად განადგურდა ან დაზიანდა ათობით ავტომობილი, რომლებიც აფეთქების ეპიცენტრიდან 100 მეტრამდე რადიუსში იმყოფებოდნენ. დაშავებულია, სულ მცირე, 38 პირი.

კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ თავდასხმაში მემარცხენე რადიკალი ამბოხებულები დაადანაშაულა.

„ისინი, ვინც ეს თავდასხმა განახორციელეს... ტერორისტები, ფაშისტები და ნარკოტიკებით მოვაჭრეები არიან. მსურს, რომ ჩვენი საუკეთესო ჯარისკაცები მათ დაუპირისპირდნენ“, - დაწერა პეტრომ X-ზე.