1751659618
უცხოეთი
ტეხასში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, ტეხასის ცენტრალურ ნაწილში და ნიუ-ჯერსიში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, წყალდიდობის შედეგად არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. დაღუპულთა და დაკარგულთა ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია.
რამდენიმე რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. ადგილზე მუშაობენ მაშველები. მიმდინარეობს მოქალაქეთა ევაკუაცია.
როგორც მედია წერს, დატბორილია საავტომობილო გზები.
ტეხასის გუბერნატორის თქმით, შტატის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დაზარალებული დასახლებების მცხოვრებლების დასახმარებლად.