Loading data...
ტეხასში დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა - თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესსპიკერის ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, ტეხასის წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით გვაწვდის. 

დაზარალებულთა შორის ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში მყოფი ბავშვები არიან. ისინი კერის ოლქში იმყოფებოდნენ, სადაც ყველაზე მეტი - 75  ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 25 მოზარდია. ბანაკი მდინარე გვადალუპეს ნაპირზე იყო მოწყობილი.

ტეხასის რამდენიმე ოლქში, ჯერ კიდევ, მოქმედებს გაფრთხილება წყალდიდობის შესახებ.

როგორც თეთრი სახლი გვატყობინებს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, კვირის ბოლოს, რეგიონს ეწვიოს.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წყალდიდობა ტეხასში 4 ივლისს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.