1777710982
უცხოეთი
ტეხასის შტატში ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის ტეხასის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ aol.com იუწყება.
თვითმფრინავი ქალაქ უემბერლისთან ჩამოვარდა, რომელიც ოსტინიდან 40 მილში მდებარეობს.
თვითმფრინავი ამარილოში, პიკლბოლის ტურნირზე მიფრინავდა.
აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ და ტრანსპორტის უსაფრთხოების ნაციონალურმა საბჭომ კატასტროფის გამოძიება დაიწყეს. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ხომალდი მიწას დიდი სიჩქარით დაეჯახა და მთიანად დაიწვა.