Loading data...
თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლესი წინადადება უარყო - Associated Press

თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლესი წინადადება უარყო. ამის შესახებ Associated Press ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ირანმა აშშ-ს პასუხი პაკისტანის, როგორც მთავარი შუამავლის მეშვეობით გადასცა.

„ჩვენ უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტას არ დავეთანხმებით. ჩვენ ომის დასრულებას ვეთანხმებით მხოლოდ იმ გარანტიებით, რომ ჩვენზე თავდასხმა აღარ მოხდება“, – განუცხადა Associated Press კაიროში ირანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა.