1752169528
უცხოეთი
„თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანს დაემუქრა და განაცხადა, რომ „თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს“.
„პირდაპირი გზავნილი დიქტატორ ალი ხამენეისა და ირანში მოქმედი აიათოლაჰების ბანდისადმი: ისრაელის გრძელი ხელი თქვენამდე მოაღწევს თეირანში, თავრიზში, ისპაჰანში და ყველგან, საიდანაც ისრაელის დაშინებას ან ზიანის მიყენებას შეეცდებით. არ არსებობს ადგილი, სადაც შეგიძლია დაიმალო. თუ დაბრუნება დაგვჭირდება, კიდევ უფრო დიდი ძალით დავბრუნდებით“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.