Loading data...
თეირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ მეზობელი ქვეყნები ირანზე თავდასხმების ხელშეწყობაში დაადანაშაულა და პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირებისკენ. ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება. 

„არსებობს ცნობები, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც აშშ-ის ძალებს მასპინძლობს და ირანზე თავდასხმების უფლებას აძლევს, ასევე აქტიურად უწყობს ხელს ამ ხოცვა-ჟლეტას. ამ ქვეყნებმა პოზიციები დაუყოვნებლივ უნდა განმარტონ“, – წერს არაღჩი პლატფორმა X-ზე. 

როგორც არაღჩიმ აღნიშნა, ისრაელისა და შეერთებული შტატების ერთობლივი დაბომბვების შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი.