Loading data...
თეირანი აცხადებს, რომ აშშ და ისრაელი დიპლომატიურ პროცესს ძირს უთხრის

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა ესმაილ ბაგაიმ, ღამით განხორციელებული დარტყმების შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ძალისხმევა წინ ვერ წავა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმეორებითი დარღვევების პირობებში.

„ღამით განვითარებული მოვლენების შემდეგ, საჭიროა [ვაშინგტონთან დიპლომატიური გზის] ხელახლა შეფასება… ნებისმიერი დიპლომატიური პროცესი მინიმუმ სტაბილურ გარემოს მოითხოვს“, - განაცხადა მან მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედროებმა ირანში არსებულ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს, რასაც წინ უძღოდა Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდება.

მან ვაშინგტონი დაადანაშაულა დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრაში და დასძინა, რომ დიპლომატიური პროცესები ზიანდება ცეცხლის შეწყვეტის განმეორებითი დარღვევებით, პოზიციების ცვლითა და ურთიერთგამომრიცხავი გზავნილებით

მისი თქმით, პროცესს, ასევე, აზიანებს ისრაელი, რომელიც ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს.

თავის მხრივ, ისრაელი აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში მოქმედი „ჰეზბოლას“ მხრიდან არსებული საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებს და ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები მას ამის საშუალებას აძლევს.